საგადასახადო აუდიტი
ყველა მოქმედი საწარმო ვალდებულია ინფორმირებული იყოს და აღრიცხვა აწარმოოს, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად. ამისათვის კი თქვენ გჭირდებათ პროფესიონალთა გუნდი, რომლის გამოცდილებაც და კომპლექსური ანალიზი საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ და შესაბამისად აწარმოოთ ყველა გადასახადის ადმინისტრირება.
ჩვენი გუნდის გამოცდილება და მრავალწლიანი პრაქტიკა საშუალებას მოგცემთ მუდმივად იყოთ ინფორმირებული მიმდინარე საგადასახადო მოთხოვნებთან დაკავშირებით და მიიღოთ სრული სახის საგადასახადო მომსახურება, რომელშიც გაერთიანებულია:
• გასული და მიმდინარე პერიოდის ოპერაციების გადასახადებთან შესაბამისობის დადგენა
• საგადასახადო კონსულტაციები
• საგადასახადო რისკების შესწავლა და ანალიზი
• საგადასახადო დავები