რატომ უნდა აირჩიო
 აუთსორს ბუღალტერია?

ბუღალტერია ნებისმიერი კომპანიისთვის მეტად მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, როგორც შიდა ისე გარე მომხმარებლებითვის. კერძოდ,სწორად გამართული ბუღალტრული აღრიცხვა მართებული ეკონომიკური და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, ამავდროულად, ის ამცირებს სანქცირების რისკებს მაკონტროლებელი ორგანოების მხრიდან.
 
გაუმართავი ბუღალტერია იწვევს შეცდომებს, როგორც მენეჯმენტისთვის წარდგენილ ფინანსურ მონაცემებში, რასაც არასწორ გადაწყვეტილებებამდე მიყავს კომპანია, ისე საგადასახადო დეკლარაციებში, რაც საგადასახადო ჯარიმებისა და სანქციების რისკის წინაშე აყენებს მას.

რისკების თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვანია, რომ ბუღალტრული მომსახურება სრულად ანდოთ პროფესიონალებს, ამ სტატიაში კი გაგაცნობთ რამდენიმე ძირითადად მიზეზს თუ რატომ უნდა აირჩიოთ აუთსორს ბუღალტერია და რა უპირატესობები აქვს მას შიდა კადრის აყვანასთან შედარებით.

1.ხარჯების დაზოგვა – ბუღალტრული მომსახურების აუთსორსზე გაყვანის შემთხვევაში, თქვენი კომპანიის მართვას ახოცრიელებს საერთაშორისო გამოცდილების მქონდე პროფესიონალთა გუნდი, რომლის ცალკე დაქირავებაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამასთან შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში, კომპანიას უწევს ბუღალტრის ხელფასის ხარჯის, საბუღალტრო პროგრამული უზრუნველყოფის ხარჯის, საკანცელარიო ხარჯებისა და სხვა ხარჯების დაფარვა, მაშინ როცა აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანია იხდის ფასს რომელიც, ხშირ შემთხვევაში, მნიშვნელოვნად ნაკლებია.

2.რისკები დაზღვეულია – აუთსორსინგის შემთხვევაში, კომპანია რომელიც გასწევს ბუღალტრულ მომსახურებას საკუთარ თავზე იღებს პროფესიულ პასუხისმგებლობას მისი ბრალეულობით გამოწვეულ შეცდომებზე, ხოლო შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში რისკები სრულად ეკისრება კომპანიას. შეცდომების შედეგად გამოწვეული საგადასახადო ჯარიმები კი შესაძლოა გახდეს კომპანიის გაკოტრების ან მნიშვნელოვანი ზარალის მიზეზი.

3.წვდომა ექსპერტებზე - ფინანსური მართვის ჯგუფი დაკომპლექტებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონდე ექსპერტებით, როგორც საგადასახადო მიმართულებით ისე პროფესიონალი და სერტიფიცირებული ბუღალტრებით. კომპანია მომსახურებას იღებს არა მხოლოდ ერთი ბუღალტრისგან, არამედ მთლიანი გუნდისგან. მომსახურების აუთსორსზე გატანით კომპანია იღებს წვდომას სხვადასხვა პროფილის სპეციალისტებზე, მათ შორის საგადასახადო ექსპერტებზე, ფინანსური რეპორტინგის სპეციალისტებზე, გამოცდილ ბუღალტრებსა და ფინანსურ კონსულტანტებზე.

4.რეპორტინგი - ფინანსების და ბუღალტერიის აუთსორსზე გატანის შემდეგ, თქვენს კომპანიაში ყოველი თვის დახურვა მოხდება უფრო ოპერატიულად და მიიღებთ თანამედროვე მეთოდებზე დაფუძვნებულ რეპორტინგის სისტემას.

5.ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფა – აუთსორსინგის შემთხვევაში, კომპანია წვდომას იღებს ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური სისტემების უახლეს ტექნოლოგიებზე. მათ შორის, საბუღალტრო პროგრამულ უზრუნველყოფებზე, რომელსაც "ფინანსური მართვის ჯგუფის" შვილობილი კომპანია FMG SOFT 10 წელზე მეტია ნერგავს სხვადასხვა ინდუსტრიისა და სფეროს წარმომადგენელი კომპანიებისათვის. შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში კი, მსგავსი ტექნოლოგიები ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ დამატებით დიდი ხარჯების გაწევის შემდეგ და ისიც მაშინ, თუ კომპანიის მიერ მნიშვნელოვანი დრო და რესურსი დაეთმობა ამ ტექნოლოგიების დანერგვას.

6.ხარისხის კონტროლი – აუთსორსინგის შემთხვევაში კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო დეკლარაციების სისწორე ექსპერტების კონტროლსა და შემოწმებას გადის, რაც ახდენს შეცდომების რისკის მინიმუმამდე შემცირებას. ხოლო შიდა ბუღალტრის აყვანის შემთხვევაში კონტროლი ვერ ხორციელდება ეფექტიანად, რაც შეცდომებისა და უზუსტობების ძირითადი მიზეზი ხდება ხოლმე.

ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები ბუღალტრული აღრიცხვის სფეროში მაქსიმალურად ეფექტურად და თქვენი ბიზნესის სპეციფიკაზე მორგებული ფორმით გაგიწევენ შესაბამის ბუღალტრულ მომსახურებას, მაღალი სიზუსტით და ხარისხით მაქსიმალურად მოკლე ვადებში გაანალიზებენ თქვენ საჭიროებებს და მოგაწვდიან თქვენი კომპანიისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ინფორმაციას.

დაზოგე დრო და მიიღე ხარისხიანი მომსახურება!

დაგვიკავშირდით