5 მნიშვნელოვანი ეტაპი პოსტ კოვიდ სამყაროში მოწინავე პოზიციების შესანარჩუნებლად

2020 წელს, როდესაც მსოფლიოში გავრცელდა პანდემია სახელწოდებით Covid 19, ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ის ასეთ მნიშნელოვან გავლენას მოახდენდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე. პანდემიის დაწყებიდან თითქმის ორი წლის თავზე, ჩვენ ჯერ ისევ გვიწევს მის მძიმე შედეგებთან ბრძოლა და ახალ სამყაროში არსებულ გამოწვევებთან გამკლავება. 

ახალმა გარემომ შეცვალა მოთხოვნები ბიზნესის მიმართ და გააჩინა ახალი შესაძლებლობები, ბაზარზე გაჩნდა ახალი მოთამაშეები და განსაკუთრებით განვითარდა საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია. ტექნოლოგიურ საუკუნეში, სულ უფრო ფართოდ ხდება ტექნოლოგიების გამოყენებით პერსონალის და მათი რესურსის ჩანაცვლება. 

კომპანიის მენეჯერები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ სააღრიცხვო სისტემების როლს და მათ მნიშვნელობას წარმატებული ბიზნეს გარემოს შექმნაში, მაგრამ ზუსტად რა როლს თამაშობს ტექნოლოგიები დღეს ბიზნესში და რა მომავალი აქვს მაქვს? როგორ შეცვლის ის მომდევნო თაობის ფინანსისტთა ქცევას და მიდგომებს? 

2021 წლის მეორე კვარტალში Forbes-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა 250-ზე მეტი CEO. კვლევის მიხედვით, ყველა გამოკითხული რესპოდენტი აღნიშვნას, რომ მათი მომავალი მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული ტექნოლოგიების მართვასთან. 

„ადამიანური ფაქტორები განიცდის სრულ ტრანსფორმაციას. ჩვენ გვჯერა, რომ მომდევნო თაობა, რომელიც ჩართული იქნება შიდა თუ გარე აუდიტის პროცესებში, უფრო მეტ აქცენტს გააკეთებს სამუშაო პროცესებში ტექნოლოგიური რესურსის გამოყენებაზე, მაგრამ ამავდროულად უფრო ეფექტურად შეძლებენ მიღებული შედეგების კრიტიკულ ანალიზს და პრობლემების გადაჭრის გზების მოძიებას.“- ვკითხულობთ სტატიაში.

ცვლილებებთან ადაპტირება და მათი დანერგვა ჩვენს ბიზნესში, რომელსაც იწვევს ტექნოლოგიური რევოლუციები არ არის მარტივი და მოითხოვს დიდი დროის და რესურსის ინვესტირებას, მაგრამ თუ ჩვენი სტრატეგია მოიცავს ბაზარზე მრავალწლიან ოპერირებას აუცილებელია, რომ მასზე ზრუნვა დავიწყოთ დღესვე. 

ქვემოთ ჩამოთვლილია ის ძირითადი კომპონენტები, რომელიც დღეს მნიშნელოვან როლს ასრულებს ეფექტური აუდიტის ჩატარების პროცესში: 
  • მოცულობითი მონაცემთა ბაზის მართვის შესაძლებლობა 
  • ხელოვნური ინტელექტი 
  • BI ანალიზური რეპორტების გამოყენების შესაძლებლობა 
  • შიდა პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობა 
  • რობოტიზაცია 
  • Cloud სისტემის დანერგვა სააღრიცხვო პროცესში და მისი მართვა 

Forbes-ს მიერ 2021 წელს ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, მოწინავე კომპანიები უკვე აქტიურად იყენებენ ჩამოთვლილ ინსტრუმენტებს, აუდიტის და სხვა ფინანსური მომსახურების გაწევის პროცესში. კითხვაზე თუ როდიდან აირებენ მენეჯერები რომ თითოეული ჩამოთვლილი ინსტრუმენტი გახდეს მათი ყოველდღიური ოპერაციების შემადგენელი კომპონენტი პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:
ტექნოლოგიების გამოყენება ამავდროულად აჩენს ახალ რისკებს, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ყველა მენეჯერმა, რომელიც ახორციელებს კომპანიის გაციფროვნებას და ეს რისკი არის კიბერ უსაფრთხოება. ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ პანდემიის დროს მნიშვნელოვნად გაიზარდა კიბერ დანაშაულის შემთხვევები მთელს მსოფლიოში.