5 მნიშვნელოვანი ეტაპი პოსტ კოვიდ სამყაროში მოწინავე პოზიციების შესანარჩუნებლად
Covid-19 პანდემიის გავრცელებამ სრულიად შეცვალა მსოფლიოს ქცევა, რამაც გავლენა იქონია ყველა ინდუსტრიაზე, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც. დღესდღეობით ბიზნეს მოდელები, სამუშაოსადმი მიდგომა და მომხმარებლების ჩვევები იყოფა ორ ეტაპად: პანდემიის დაწყებამდე და მის შემდგომ. ჯერ კიდევ 2019 წლის ბოლოს მსოფლიო ვერც კი წარმოიდგენდა რა ახალი გამოწვევების წინაშე იქნებოდა ცივილური სამყარო და რა სახის სირთულეებთან მოუწევდათ მათ გამკლავება.
HLB Global-ს მიერ 2019 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევების მიხედვით მსოფლიო მთავარ გამოწვევად მოიაზრებდა ეკონომიკურ არა სტაბილურობას და პროგნოზების გაკეთების სირთულეს. გამოკითხული 50 ქვეყნის სხვადასხვა ინდუსტრიის წარმომადგენლებთა უმეტესობა ბიზნესის განვითარების მთავარ ხელის შემშლელ ფაქტორად ასახელებდა აღნიშნულ ფაქტორებს.
„2020 წელმა გვაჩვენა, რომ მსოფლიო აღარასოდეს იქნება ისეთი როგორც იყო პანდემიის დაწყებამდე. რამდენად დადებითად იმოქმედებს პანდემია მომავალზე ამის პროგნოზირება ჯერ ისევ რთულია, მაგრამ ერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ ბიზნეს მართებს დიდი ძალისხმევა რათა შეცვალოს თავისი სტრატეგია და შეძლოს პოსტ-კოვიდ სამყაროში წარმატებული ოპერირება“ - აცხადებს HLB Global-ს საკონსულტაციო მიმართულების ხელმძღვანელი Jim Bourke.
იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ ახალ გარემოში კონკურენტული უპირატესობის შენარჩუნება, აუცილებელია, რომ მოქმედება დაიწყოთ დღესვე და განსაზღვროთ ის მნიშნელოვანი ცვლილებები, რომელიც საჭირო იქნება ბიზნესის გადასარჩენად.
არა ერთ ქვეყანაში ჩატარებული კვლევები ადასტურებს, რომ ბიზნესის მომავალი მეტწილად დამოკიდებულია მის გაციფროვნებაზე. პანდემიამ სრულად შეცვალა მოთხოვნა ტექნოლოგიური სამყაროს მიმართ. გამოქვეყნებული რეიტინგების მიხედვით 2020 წელს აქციების ზრდის უპრეცენდენტო მაჩვენებლები ჰქონდა სხვადასხვა ტექნოლოგიური სერვისების მიმწოდებელ კომპანიებს.
სტატიაში აღწერილია ის ხუთი ეტაპი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პოსტ კოვიდ სამყაროში ბიზნესის ადაპტაციისათვის. ეს ფაქტორებია
• ტექნოლოგიების და გაციფროვნების პროცესის დაჩქარება
• სამუშაო ძალის ტრანსფორმაცია
• მომხმარებელთა საჭიროებების დროული იდენტიფიცირება
• დანახარჯების ოპტიმიზაცია
• მიწოდების ჯაჭვის ანალიზი და მოდიფიცირება
სტატიაში წაიკითხავთ აღნიშნული ხუთი ეტაპის წარმატებით შესასრულებლად რა საკითხებზე მოუწევს ყველა მენეჯერს მსჯელობა და მოცემული შედეგები რა გავლენას იქონიებს გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს პოზიციებზე კონკურენტულ გარემოში.