HLB Global-ს 2020 წლის შედეგების შეჯამება

ბევრი მენეჯერისათვის 2020 წლის დაწყება ასოცირდებოდა ახალ შესაძლებლობებთან და მიღწევებთან. მსოფლიო და მათ შორის ჩვენც, ვმუშაობდით ახალ სტრატეგიებზე, მარკეტინგულ კამპანიებზე, განვიხილავდით ბიზნესის ახალ შესაძლებლობებს და ბაზრის ტენდენციებს, ვსწავლობდით მომხმარებელთა ქცევას და ვამუშავებდით მათ მოთხოვნებზე ორიენტირებულ სერვისებს. ამ დროს ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვქონდა, თუ როგორ შეიცვლებოდა მსოფლიო რამოდენიმე თვეში და რა რისკების წინაშე აღმოჩნდებოდა თითოეული ჩვენთაგანი. 

იმ დროს როდესაც ჩვენ ვმუშაობდით ახალ სტრატეგიაზე და სამომავლო გეგმებზე, აღმოვჩნდით სრულიად განსხვავებულ გარემოში. კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო Covid 19-ს პანდემიის გავრცელებით, იყო იმდენად მოულოდნელი და მასშტაბური, რომ რთული აღმოჩნდა მასთან გამკლავება ძალიან ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით. 

„მიუხედავად ყველა სირთულისა და ახალი გამოწვევებისა, მოხარული ვართ რომ შევძელით ახალ გარემოსთან დროულად ადაპტაცია და იმ დასახული გეგმების მიღწევა, რაც გვქონდა დაგეგმილი. 

2019 წელთან შედარებით, ჩვენ გვქონდა 12 % ზრდის მაჩვენებელი, გავხდით Network of the year 2020 - ს მფლობელები და მსოფლიო რეიტინგში გადავინაცვლეთ 11 ადგილზე. ეს არ არის მხოლოდ ერთეულების წარმატება, ეს არის მთელი ქსელის წარმატება, რომელშიც წვლილი მიუძღვის ყველა თანამშრომელს, კლიენტს და პარტნიორს. ჩვენ მადლობას გიხდით, რომ იყავით ჩვენი პარტნიორები ამ რთულ პერიოდში და ვიმედოვნებთ, რომ ერთად კიდევ უფრო მეტ წარმატებას მივაღწევთ“