იურიდიული მომსახურება
სწრაფად მზარდ საკანონმდებლო გარემოში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაბამისი იურიდიული მომსახურების მიღება, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის მენეჯმენტის რწმუნებას, რომ ისინი საქმიანობას აწარმოებენ ყველა საკანონმდებლო მოთხოვნის შესაბამისად. იურიდიული მომსახურების სერვისი, რომელსაც ჩვენი კომპანია სთავაზობს დამკვეთებს თავის თავში აერთიანებს თანამედროვე სამართლის პრაქტიკას, სამეცნიერო ცოდნასა და საერთაშორისო ურთიერთობებს.
ჩვენი საქმიანობა მოიცავს სამართლის სხვადასხვა მიმართულებს. ჩვენი გუნდის უნარები და გამოცდილება უზრუნველყოფს თითოეულ სფეროში კლიენტის ინტერესების მკაფიოდ განსაზღვრას, მოსალოდნელი სირთულეების განჭვრეტას და მათ ეფექტურ გადაჭრას. ჩვენი მიზანია, იურიდიულ ბაზარზე მაღალი კონკურენციული გარემოს შექმნა და უმაღლესი დონის სამართლებრივი მომსახურების გაწევა, რომელიც აერთიანებს ჩამოთვლილ მომსახურებებს:
• სამოქალაქო სამართალი
• სისხლის სამართალი
• ადმინისტრაციული სამართალი
• ბიზნეს სამართალი
• შრომის სამართალი
• საკონსულტაციო სამართალი