ფინანსური და მარწმუნებელი მომსახურება
ფინანსური ანგარიშგება და აღრიცხვის საკითხები არის რთული სფერო, სადაც პროფესიული სტანდარტები მუდმივად განახლებადია. მზარდი კონკურენციის ფარგლებში კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის ფინანსური ანგარიშგების სანდოობას და სიზუსტეს. ფინანსური ანგარიშგების პროცესისადმი ნდობას განსაზღვრავს პროფესიონალთა გუნდი, მათი გამოცდილება და მიდგომები, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებზე.
ჩვენი კომპანიის 11 წლიანი გამოცდილება და საერთაშორისო ქსელის პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს შევთავაზოთ დამკვეთებს ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებული სრული მომსახურება, რომელიც მოიცავს:
• ფინანსური ანგარიშგების აუდიტორულ მომსახურებას
• ინდივიდუალური და კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადებას
• პროექტის და შეთანხმებული პროცედურების აუდიტორულ მომსახურებას
• შიდა აუდიტის მომსახურებას
• საინვესტიციო ვალდებულებების დადასტურება
• ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დადასტურება