საკონსულტაციო მომსახურება
მზარდ კონკურენტულ გარემოში, სადაც საკანონმდებლო მოთხოვნები და სააღრიცხვო მიდგომები მუდმივად ცვლადია, ბიზნესი ყოველდღიურად დგება სხვადასხვა გამოწვევების წინაზე. ამ გამოწვევებზე სწრაფი და შესაბამისი რეაგირებისთვის კომპანიებს სჭირდებათ სანდო კონსულტანტები, რომელიც მათ დროულად მიაწვდის საჭირო ინფორმაციას, განიხილავს კომპანიის მოთხოვნებს და თავისებურებებს და შეძლებს შესთავაზოს საუკეთესო გადაწყვეტილება არსებული პრობლემებისათვის, სადაც უმთავრესი მიზანი კლიენტის ინტერესების დაცვა იქნება.
ჩვენი გუნდის მიდგომა, გულისხმობს ყველა ინდუსტრიის წინაშე არსებული სხვადასხვა ფინანსური და საკანონმდებლო მოთხოვნების ანალიზს, მათთვის საუკეთესო გადაწყვეტილებების შემუშავებას და კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად მათთვის ერთჯერადი ან გრძელვადიანი საკონსულტაციო მომსახურების გაწევას.